იტალიაში პეტიცია შეიქმნა, რომლის მიხედვით 2019-2020 წლების სეზონის სკუდეტოს გადაცემას ბერგამოს „ატალანტასთვის“ გულშემატკივართა ნაწილი მოითხოვს.
ვებგვერდ Change.org-ზე გამოქვეყნდა აღნიშნული პეტიცია და ხელმომწერებს აგროვებს:
„როგორც ცნობილია, კორონავირუსის საგანგებო მდგომარეობამ სერია A-ს გათამაშება შეაჩერა და ამჟამად ნაკლებ სავარაუდოა, რომ განალხდება. შესაძლებელია, რომ ტიტული არავის გადაეცეს. ჩვენი წინადადებაა, რომ 2019-2020 წლების სეზონი „ატალანტას“ გადაეცეს, სპორტული დამსახურებებისთვის, რომელიც გამოავლინა ბოლო ორი წლის განმავლობაში და გარდა ამისა, პატივი მივაგოთ ბერგამოს, რომელიც იტალიაში კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა“, - ნათქვამია განცხადებაში.