ფეხბურთი

0:21 | 5.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლორენტემ "ლივერპულთან" დუბლის შემდეგ ძაღლს ენფილდი დაარქვა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელმა მარკოს ლორენტემ თავის ძაღლს ენფილდი დაარქვა. ამის შესახებ ცნობილი ესპანელი ნახევარმცველის ინსტაგრამიდან გახდა.

„ენფილდი ცხოვრებას უყურებს“, - დაწერა სოციალურ ქსელში მარკოსმა.

ლორენტემ ძაღლს ენფილდი მას მერე დაარქვა, რაც „ლივერპულთან“ ამავე სახელწოდების სტადიონზე დუბლი შეასრულა.

შეგახსენებთ, 11 მარტს, „ატლეტიკომ“ „ენფილდ როუდზე“ „ლივერპული“ 3:2 დაამარცხა და მარკოს ლორენტემ დუბლი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102894