სხვა

12:09 | 4.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

კეთილ საქმეებზე ლაპარაკი აუცილებელია - ნეიმარის მისაბაძი საქციელი

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა კორონავირუსთან საბრძოლველას 775 ათასი გირვანქა სტერლინგი გაიღო. აღნიშნული ინფორმაცია ბრაზილიურ მედიაში გავრცელდა.

წყაროს ცნობით, ნეიმარმა ეს თანხა გაეროს ბავშვთა ფონდსა და ერთ-ერთ ბრაზილიურ ფონდში ანონიმურად გადარიცხა, თუმცა ტელეწამყვანმა კრის ფლორესმა ფეხბურთელის სამაგალითო საქციელი გამაამჟღავნა და აღნიშნა, რომ კეთილ საქმეებზე ლაპარაკი აუცილებელია.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ნეიმარმა 775 ათასი გირვანქა სტერლინგი გადარიცხა კორონავირუსთთან საბრძოლველ ფონდში და ეს ბრწყინვალე საქციელია. გიყვებით, რადგან ეს საქციელი სხვა სპორტსმენებისათვის მაგალითი იყოს. კეთილ საქმეებზე ლაპარაკი აუცილებელია,“ - განაცხადა ფლორენსმა.

თეგებინეიმარი
0.116303