ფეხბურთი

0:06 | 4.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ევერტონი" ბეილის და ხამესის შეძენას გეგმავს

ლივერპულის „ევერტონი“ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელების, ხამეს როდრიგესისა და გარეთ ბეილის გადაბირებას ეცდება. აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

ინგლისური გუნდის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი დარწმუნებულია, რომ ორივე ფეხბურთელის დაყოლიება შეუძლია, რომლებსაც „რეალში“ საქმეები კარგად არ მისდით და ესპანეთის დატოვება სურთ.

ერთადერთი პრობლემა ბეილის მაღალი ხელფასია, მაგრამ „ევერტონი“ დამდეგ სეზონში მაღალ მიზნებს ისახავს და მზადაა უელსელის მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ანჩელოტის ხამესთან და ბეილთან მუშაობის გამოცდილება აქვს და ორივე კარგად იცნობს.

0.119381