ფეხბურთი

17:05 | 3.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლაუტარომ "რეალს" უარი უთხრა

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი მადრიდის „რეალში“ გადასვლასთან ახლოს ყოფილა, თუმცა უარი თქვა. ამის შესახებ არგენტინელის აგენტმა ვიქტორ ბლანკომ განაცხადა.

„როდესაც 18 წლის იყო, ლაუტარომ „რეალს“ უარი უთხრა. მათი წინადადება იყო იჯარით აყვანა გამოსყიდვის უფლებით, მაგრამ არ მიიღო ეს შეთავაზება, რადგან იქ წასვლამდე ჯერ „რასინგში“ თავის დამკვიდრება სურდა. „რეალს“ კი უნდოდა ის კანტერაში გაეზარდა, მცირე თანხას არ სთავაზობდნენ“, - აღნიშნა ბლანკომ.

შეგახსენებთ, რომ ლაუტარო მარტინესი 2018 წელს „ინტერში“ გადავიდა და ახლა კატალონიის „ბარსელონას“ მთავარი სამიზნეა.

0.119265