ფეხბურთი

17:15 | 2.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბელგიის ჩემპიონატი დასრულდა, ქართველების "გენტი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
"ბრიუგე" ბელგიის ჩემპიონია

ბელგიის იუპილერ ლიგის 2019-2020 წლების სეზონი ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადდა. როგორც ლიგის ვებგვერდი იტყობინება, კორონავირუსის პანდემიის გამო პლეი-ოფის სისტემა გაუქმდა და ამ დროისთვის არსებული შედეგები ძალაში დარჩა.

შედეგად, ქვეყნის ჩემპიონად „ბრიუგე“ დასახელდა, რომელიც გათამაშებას 15-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და ბელგიის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მე-16-ედ გახდა.

გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი“ კი, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა, შესაბამისად, ვიცე-ჩემპიონი გახდა და დამდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

ევროპა ლიგის საგზურები „შარლერუას“, „ანტვერპენსა“ და „სტანდარდს“ ერგოთ. ჯერ გაურკვეველია ქვედა ლიგაში დაქვეითების საკითხი. დიდი ალბათობით, არავინ გავარდება და მომდევნო სეზონში ბელგიის ჩემპიონატში 16-ის ნაცვლად 18 გუნდი ითამაშებს.

0.116144