ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ უეფამ კიდევ ერთხელ დააჯარიმა, თუმცა ამჯერად ფინანსური სამართლიანი თამაშის პრინციპების დარღვევა არაფერ შუაშია, მაგრამ საკმაოდ კომიკური ვითარებაა.
„სიტი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „რეალთან“ მაისურების გამო 3 ათასი ევროს ოდენობით დაჯარიმდა.
პეპ გვარდიოლას გუნდს სპონსორის ლოგო იმაზე დიდად ჰქონდა გამოსახული მაისურზე, ვიდრე ეს უეფას რეგულაციითაა დაშვებული, არაუმეტეს 20 სმ-ისა.
შეგახსენებთ, დაახლოებით ორი თვის წინ „ქალაქელები“ უეფამ ორი წლით ევროტურნირებიდან მოკვეთა, ხოლო კლუბს ეს გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.