ფეხბურთი

20:16 | 1.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერია A შესაძლოა 20 მაისს ნეიტრალურ სტადიონებზე განახლდეს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ განაცხადა, რომ სერია A-ს სეზონის განახლებას 20 მაისისთვის გეგმავენ. არ გამორიცხავენ, რომ მატჩები ნეიტრალურ სტადიონებზე გაიმართოს.

„მთავარი პრიორიტეტია სეზონის დასრულება. ჩვენი გეგმაა, რომ სეზონი 20 მაისს ან ივნისის დასაწყისში განვაახლოთ, რომ ივლისში დავასრულოთ. არ გამოვრიცხავ არც აგვისტოს და სექტემბრის ვარიანტებსაც.

ნეიტრალურ მოედანზე თამაში? ეს არაა კარგი გამოსავალი, მაგრამ იდეის დონეზე განიხლება, რომელზეც ვმუშაობთ. ვცდილობთ ოთხი-ხუთი გზის პოვნას“, - თქვა გრავინამ.

შეგახსენებთ, სერია A 8 მარტს შეწყდა და სეზონის დასრულებამდე 12 ტურია დარჩენილი.

თეგებისერია A
0.378466