ფეხბურთი

17:32 | 1.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

დრენტე: "მე და რობინიოს ორმა გოგომ 2000 ევრო გამოგვძალეს"

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა როისტონ დრენტემ წარსული გაიხსენა. ნიდერლანდელი ყვება, თუ როგორ მოატყუეს ის და რობინიო ლამაზმა გოგოებმა და ფული გამოსძალეს.

„პრობლემები მოურინიოსთან დაიწყო, მან მითხრა, რომ „რეალიდან“ უნდა წავსულიყავი. დამირეკა სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს და ეს ინფორმაცია მაშინ მითხრა. მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ მარსელოს უნდა ეთამაშა, მაგრამ ვერავინ წამართმევს იმ ფაქტს, რომ ისტორიაში საუკეთესო გუნდში ვითამაშე.

მადრიდი ულამაზესი ქალაქია, კარგი რესტორნებით, სადაც შეგიძლია ლამაზ გოგოებთან ერთად მიხვიდე. თუ „რეალის“ ახალგაზრდა მოთამაშე ხარ, შენს თვალწინ ბევრი ცდუნებაა. რობინიოსთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მივედი მასთან სახლში, იქაურობა დისკოთეკად იყო ქცეული.

ერთხელ კაზინოში ვიყავით და ჩვენთან ორი ულამაზესი გოგო მოვიდა. ოთხივე სასტუმროში წავედით და გავერთეთ. პრობლემა ისაა, რომ თითომ 1000 ევრო მოგვთხოვა. წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ ფული უნდა გადაგვეხადა“, - აღნიშნა დრენტემ.

შეგახსენებთ, როისტონ დრენტე მადრიდის „რეალის“ ღირსებას 2007-2010 წლების სეზონში იცავდა.

0.127993