ფეხბურთი

16:17 | 31.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჟილინა" ლიკვიდაციის პროცესს იწყებს

სლოვაკეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბი „ჟილინა“ ლიკვიდაციის პროცესს იწყებს. როგორც კლუბის ხელმძღვანელობა აცხადებს, ისინი ფეხბურთელებს კონტრაქტებს შეუწყვიტავენ, რადგან 30 აპრილიდან ახალ გუნდებში მოახერხონ გადასვლა.

მათივე განცხადებით, სალიკვიდაციო პროცესმა შეიძლება შეამციროს ზეწოლა, რომლის განხორციელებაც კლუბს უახლოეს მომავალში დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ „ჟილინას“ 7-ჯერ აქვს მოგებული სლოვაკეთის ჩემპიონატი. 2008-2009 წლების სეზონში გუნდი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, 2010-2011 წლების სეზონში კი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა. აქვე გეტყვით, რომ სლოვაკურ გუნდში გიორგი ციმაკურიძეს, გიორგი თევზაძესა და ლუკა ლოჩოშვილს უთამაშიათ.

თეგებიჟილინა
0.1261