ფეხბურთი

1:40 | 31.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

რედონდო: "სიგიჟე იყო, რომ სადებიუტო თამაში ორი წლის შემდეგ ჩავატარე"

ცნობილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ფერნანდო რედონდომ მის კარიერაში ყველაზე წარუმატებელი პერიოდი გაიხსენა, რომელიც „მილანში“ გაატარა. რედონდოს „როსონერიში“ უმძიმესი ტრავმა ჰქონდა, რამაც შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი არ მისცა.

„მილანი“ 18 მილიონს სთავაზობდა „რეალს“, რაც 31 წლის ფეხბურთელისთვის მშვენიერი თანხა იყო და მითხრეს, რომ წინადადებას თანხმდებოდნენ. ჩემს სიამაყეს მცირედი დარტყმა მიაყენა იმან, რომ „რეალს“ ჩემი გაყიდვა სურდა. მეორეს მხრივ იყო „მილანი“, ბერლუსკონი პირადად მიწვევდა, რომ მე „როსონერის“ ფეხბურთელი გავმხდარიყავი.

„მილანელოზე“ ვვარჯიშობდით და მოულოდნენად ვერტფმრენი დაეშვა, საიდანაც ბერლუსკონი გადმოვიდა. იტალიაში ვარჯიშების სისტემა განსხვავებული იყო, ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა და ბევრი ფიზიკური სამუშაო. მე არაფერს ვამბობდი, სიამაყის გამოც, მაგრამ კუნთები ძალიან დამღლილი მქონდა. შემდეგ მუხლის უმძიმეს ტრავმა მივიღე და 2 წელი გამიცდა. სიგიჟე იყო, რომ „მილანში“ დებიუტი გადასვლიდან ორი წლის მერე მქონდა“, - თქვა რედონდომ.

შეგახსენებთ, ფერნანდო რედონდო „მილანში“ 2000 წელს გადავიდა, მაგრამ საწყისი ორი სეზონი საერთოდ არ უთამაშია. საბოლოოდ, არგენტინელმა იტალიურ გუნდში 2004 წლამდე ითამაშა და მხოლოდ 33 შეხვედრა ჩაატარა.

0.113662