მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ კარიმ ბენზემას ოლივიე ჟირუსთან შედარება არ მოეწონა და საკმაოდ მკვახე პასუხი გასცა. ფორმულა 1 კარტინგს არ შეადაროთო.
„ერთხელ და სამუდამოდ ყველას მოკლედ ვპასუხობ: არ შეიძლება ფორმულა 1 შეადაროთ კარტინგს. ამას რომ ვამბობ, კიდევ თავაზიანი ვარ, მასზე მეტს აღარ ვილაპარაკებ, მე ვიცი, რომ ფორმულა 1 ვარ“, - თქვა ბენზემამ.
შეგახსენებთ, კარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებიდან 2015 წელს მოკვეთეს და მას შემდეგ „მამლების“ მთავარი ფორვარდი ჟირუ გახდა, რომელმაც 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.