ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარების თარიღი ცნობილია. როგორც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იტყობინება, ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.
IOC-ის ვიდეოკონფერენციაზე აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღეს და ის სამ მოტივს ეფუძნება:
1. სპორტსმენებისა და ყველა ჩართული ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა და COVID-19-ის ვირუსის შეკავების მხარდაჭერა.
2. სპორტსმენებისა და ოლიმპიური სპორტის სახეობების ინტერესების დაცვა.
3. გლობალური საერთაშორისო სპორტული კალენდარი.
აქვე გეტყვით, რომ ოლიმპიური თამაშები სახელს არ შეიცვლის და ტოკიო 2020-ის სახელით დარჩება ისტორიაში. პარალიმპიური თამაშები კი ასევე 2021 წელს, 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე ჩატარდება.