„იუვენტუსმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელები გაცვალონ. პეპ გვარდიოლას ლეონარდო ბონუჩის დამატება სურს, ხოლო მაურიციო სარის კრიშტიანუ რონალდუსთვის იდეალურ მეწყვილედ გაბრიელ ჟესუსი მიაჩნია.
Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ეს ჯერჯერობით მხოლოდ იდეის დონეზეა, მაგრამ გასაკვირი არ იქნება თუ საქმე დაიძვრება.
აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსს“ ბონუჩის გასხვისება არ სურს, რომელთანაც კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2024 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ დაცვაში კონკურენციამ და გაბრიელ ჟესუსის დამატების სურვილმა შესაძლოა სხვა ნაბიჯი გადაადგმევინოს.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ განაცხადა, კორონავირუსის გამო სატრანსფერო პერიოდი NBA-ს სტილში წარიმართებაო და შესაბამისად, ფეხბურთელების პირდაპირი გაცვლა იგულისხმა.