ტურინის „იუვენტუსში“ ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირეს. მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეში ფეხბურთელბმა ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომ გასამარჯელოს არ აიღებენ.
შედეგად, ტურინული გრანდი ხსენებულ ოთხ თვეში 90 მილიონ ევროს დაზოგავს და მყარ ფინანსურ ვითარებას შეინარჩუნებს.
კრიშტიანუ რონალდუს ხელფასი წელიწადში 31 მილიონი ევროა და შესაბამისად, ოთხი თვის ხელფასზე უარის თქმით, პორტუგალიელმა 10 მილიონზე ოდნავ მეტი დაიკლო.
შეგახსენებთ, „იუვენტუსი“ პირველი იტალიური კლუბია, სადაც ხელფასების ნაწილზე უარი თქვეს. მანამდე იგივე ნაბიჯი ევროპაში ბევრმა გუნდმა გადადგა, განსაკუთრებით კი გერმანიაში.