ფეხბურთი

16:38 | 29.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო მწვრთნელობაზე: "ბარსელონა" მელოდება"

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო სამწვრთნელო კარიერის დაწყებას აპირებს. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონს ხშირად ყოფილ გუნდს, „იუვენტუსს“ უკავშირებენ, სადაც 23-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს სთავაზობენ.

პირლო სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში თავის მეგობარს, ფაბიო კანავაროს ესაუბრა, რომელმაც სწორედ ამ საკითხზე ჰკითხა და იტალიელმა ხუმრობით უპასუხა, „ბარსელონა“ მელოდებაო.

„ვნახოთ, ბევრი წინადადება მაქვს. სერიოზულად, სტაფი უკვე მყავს, რადგან უცხოეთიდან რომ დამიკავშირდნენ, მზად ვიყო. „ბარსელონა“ მელოდება. არ მინდა პირველი არჩევანის შემთხვევაში შეცდომა დავუშვა, შეთავაზებები უკვე მქონდა“, - აღნიშნა პირლომ.

0.116931