მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ხორხე ვალდანომ განაცხადა, რომ კორონავირუსმა სინამდვილე დაგვანახა და ხალხი მიხვდა, რომ ფეხბურთი ყველაზე მნიშვნელოვანი არაა.
„კორონავირუსმა დაგვანახა ფეხბურთის და მისი გმირების სახეები. ტაშმა სტადიონებიდან აივნებზე გადაინაცვლა. მსჯელობენ იმაზე თუ როდის განახლდება სეზონი, ეს არ ეხება მხოლოდ, არამედ მთლიანად სპორტს, რომელიც სოციალური ქაოსის შუაგულშია. როგორც სანტიაგო სეგუროლამ დაწერა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტიტანიკის ორკესტრს წააგავს.
ფეხბურთი მნიშვნელოვნად ითვლებოდა მანან, სანამ კორონავირუსმა სიმართლე არ გვითხრა: ეს მხოლოდ გამოგონილი რეალობაა, ბრწყინვალე სიმულაცია“, - უთხრა ვალდანომ El Pais-ს.