ევროპაში ფეხბურთს მხოლოდ ბელარუსში თამაშობენ და დღეს მეორე ტურის მატჩები ჩატარდა. ქართული გოლიც გავიდა, თავი გეგა დიასამიძემ გამოიჩინა.
სოლიგარსკის „შახტიორმა“ სეზონში პირველი გამარჯვება „გოროდეიასთან“ საგარეო (2:0) მატჩში მოიპოვა და ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. 56-ე წუთზე კი გეგამ ანგარიშის გახსნა მოახერხა და ეს მისთვის სადებიუტო გოლი იყო ბელარუსის ჩემპიონატში.
სოლიგარსკელთა მეორე ქართველი ლეგიონერი ლაშა შინდაგორიძე განაცხადში არ ყოფილა და შესაბამისად, არ უთამაშია. „შახტიორს“ 3 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციაზე იმყოფება.