ფრანჩესკო ტოტი „რომაში“ საკუთარ დებიუტს, რომელიც ზუსტად 1993 წლის 28 მარტს შედგა, გამოეხმაურა და დაწერა, რომ ნამდვილი სიყვარული არასდროს სრულდება.
„27 წელი გავიდა, სიყვარულის, ვნების, ერთგულების. მქონდა ბედნიერება, რომ ერთადერთი მაისური მცმოდა, რომელიც ნამდვილად მიყვარდა. სიყვარული, რომელიც არასდროს დასრულდება“, - დაწერა ტოტიმ ინსტაგრამში.
შეგახსენებთ, რომ ტოტიმ „რომას“ შემადგენლობაში 1993-2017 წლებში 785 თამაში ჩაატარა და 307 გოლის გატანა მოახერხა.