უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა შეწყვეტილი სეზონისა და მისი განახლების შესაძლო ვარიანტებზე ისაუბრა. სლოვენილი არ გამორიცხავს, რომ 2019-2020 წლების სეზონი სექტემბრიდან გაგრძელდეს.
„ამ დრამატულ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობაა, ამ კრიზისიდან გამოსვლისა. რა თქმა უნდა, ფეხბურთის შეწყვეტა სიმბოლოა იმისა, რომ ევროპა და მსოფლიო შეჩერებულია. მინიმუმ სამი ვარიანტი არსებობს: მაისის შუარ რიცხვებში, ივნისში ან ივნისის ბოლო განახლდეს. თუ ეს არ გამოგვივა, ალბათ სეზონი დაიკარგება. არის შესაძლებლობა, რომ მომდევნო სეზონის სტარტზე განვაახლოთ ეს სეზონი და მომდევნო ოდნავ მოგვანებით დავიწყოთ, მოვძებნით საუკეთესო გამოსავალს კლუბებისთვის“, - თქვა ჩეფერინიმ.
შეგახსენებთ, რომ ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამჟამად ფეხბურთს თამაშობენ, ბელარუსია.