ესპანურ „ვალენსიაში“ კორონავირუსით 25 ადამიანია დანფიცირებული, 10 ფეხბურთელი და 15 სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული პერსონები.
Marca-ს ინფორმაციით, მომდევნო კვირის ბოლოს ორი კვირა გახდება, რაც მათ ინფექცია გამოუვლინდათ. ცნობილია, რომ დაინფიცირებულთა შორის მანგალა, გაია და გარაი არიან, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში გვარები უცნობია, რადგან კლუბში კონფიდენციალურობა შეინარჩუნეს.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსიამ“ ჩემპიონთა ლიგაზე ბერგამოს „ატალანტასთან“ ითამაშა და ეს შეხვედრა ბევრის აზრით, კორონავირუსს გავრცელებაში ძალიან დაეხმარა.