„იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი თანაგუნდელებს ესაუბრა და შექმნილ ვითარებაში ხელფასების შემცირებაზე დაიყოლია. Tuttosport-ის ცნობით, „ბებერი ქალბატონის“ მოთამაშეები თვე-ნახევრის გასამრჯელოს არ მიიღებენ.
კიელინიმ დაითანხმა კრიშტიანუ რონალდუც, რომელმაც დაახლოებით 4 მილიონ ევროზე თქვა უარი.
„იუვენტუსი“ და არამარტო, ზოგადად ევროპული კლუბები შექმნილ ვითარებაში გამოსავალს ხელფასების გადაუხდელობაში ხედავენ, რომ ფინანსური კრიზისი თავიდან აიცილონ.