კალათბურთი

1:37 | 28.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

გობერმა და მიტჩელმა კორონავირუსი დაამარცხეს

„იუტა ჯაზის“ კალათბურთელებმა რუდი გობერმა და დონოვან მიტჩელმა კორონავირუსი დაამარცხეს. ამის შესახებ ამერიკული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

დაინფიცირიებიდან 15 დღის შემდეგ ჩატარებულმა ტესტირებამ უარყოფითი პასუხი აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგი და ამერიკელი კალათბურთელები გამოჯანმრთელდნენ.

„ისინი აღარ წარმოადგენენ სხვების დაინფიცირების რისკს“, - ნათქვამია „იუტა ჯაზის“ განცხადებაში.

აქვე გეტყვით, რომ გობერი და მიტჩელი NBA-ს პირველი მოთამაშეები იყვნენ, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.

0.118212