ფეხბურთი

17:50 | 27.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

რივალდომ "ბარსელონას" ნეიმარსა და ლაუტაროს შორის ერთ-ერთის ყიდვა ურჩია

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო ლაუტარო მარტინესის „ბარსელონაში“ ტრანსფერს სკეპტიკურად უყურებს. სამხრეთ ამერიკელს მიაჩნია, რომ კატალონელებმა ნეიმარი უნდა შეიძინონ და არა ლაუტარო.

„ლაუტარო არ წარმოადგენს აწმყოს გამოსავალს. ის მხოლოდ 22 წლისაა და ჯერ კიდევ სჭირდება განვითარება, გამოცდილების მიღება. ახლა კარგი ფეხბურთელია, რომელიც შეიძლება მომავალში დიდი ფეხბურთელი გახდეს. ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის ნეიმარია და ვფიქრობ, „ბარსელონამ“ პირველ რიგში მასზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. ასე „ბარსელონას“ გამანადგურებელი შეტევა ეყოლება, როგორც ადრე.

პსჟ როგორც ჩანს, მზადაა რეალური წინადადება მიიღოს და „ბარსელონამ“ უნდა სცადოს. ჩვენ ვსაუბრობთ 28 წლის ბიჭზე, რომელსაც ჯერ კიდევ წინ აქვს ბევრი რამ. ჩემი აზრით, მესი სიამოვნებით მიიღებდა ნეიმარს გუნდში“, - თქვა რივალდომ.

0.115126