30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა კარიერა დაასრულა, აღნიშნული თავად ჩოგბურთელი ავრცელებს. ანა კარიერის ნაადრევად დასრულების მიზეზად ხშირი ტრავმიანობა დაასახელა.
"სამწუხაროდ, ხშირი და დაუსრულებელი ტრავმები გამო გადავწყვიტე კარიერა დავასრულო. იყო პროფესიონალი ჩოგბურთი ნიშნავს ებრძოლო ტრავმებს. ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. ახლა კორტს მიღმა ჩემს კარიერაზე უნდა ვიფიქრო" - განაცხადა ანა ტატიშვილმა.
ტატიშვილი 2014 წლამდე საქართველოს სახელით ასპარეზობდა, მას შემდეგ კი ამერიკის შეერთებული შტატების სახელით. ანამ კარიერაში 1.5 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. ანამ წყვილთა თანრიგში ერთი WTA-ის ტურნირი აქვს მოგებული. ტატიშვილმა ITF-ის 19 ტურნირის მოიგო. ანამ დიდი სლემის ტურნირებიდან ყველაზე კარგად 2012 წელს ამერიკის ღია პირველობაზე იასპარეზა, სადაც სამი ეტაპი გაიარა და იმ დროს რეიტინგში მერვე ადგილზე მყოფ პაროლინა პლიშკოვას მოუგო.