ფეხბურთი

11:15 | 27.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

უსტარი: "მესი მსოფლიო ჩემპიონი თუ ვერ გახდება, დიდი უსამართლობა იქნება"

არგენტინის ნაკრების ყოფილი მეკარე ოსკარ უსტარი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ლიონელ მესის ეროვნული ნაკრები არ უყვარს.

უსტარის განცხდებით, პირადად არის შემსწრე პატარა ბავშვივით როგორ ტიროდა ლიონელი არგენტინის ნაკრების გამო.

„დისკუსია, რომ თითქოს მესის არგენტინის ნაკრები არ უყვარს, აღმაშფოთებელია. რაღაცები შეიძლება წავიდეს ან არ წავიდეს გეგმის მიხედვით, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, დავინახე ეროვნული ნაკრების გამო ბავშვივით რომ ტიროდა. ეჭვი არ მეპარება, რომ საფეხბურთო უსამართლობა იქნება, თუ მესი მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდება“ , - თქვა უსტარიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115613