ფეხბურთი

0:50 | 27.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას წინადადება ფეხბურთელებს: "დაიკელით ხელფასები, სანამ სიტუაცია გამოსწორდება"

ფიფამ ფეხბურთელებს ურჩევს, რომ ხელფასების შემცირებაზე თანხმობა განაცხადონ. როგორც ცნობილი გახდა, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა უწყებამ საკლუბო ასოციაციის და ფეხბურთელთა კავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ არსებულ ახალ რეალობას საფეხბურთო სამყარო უნდა მოერგოს. ამიტომაც, ფიფა გამოვიდა წინადადებით, რომ მოთამაშეებმა ხელფასების ნაწილზე იქამდე, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება, ხოლო შემდეგ კონტრაქტის მიხედვით ჩვეულებრივ აიღებენ გასამრჯელოს.

გარდა ამისა, ფიფა მზაობას გამოთქვამს, რომ კონტრაქტები, რომლებიც ძალაში 30 ივნისამდეა, ავტომატურად იქამდე გახანგრძლივდეს, სანამ სეზონი არ დასრულდება.

შეგახსენებთ, ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით საფეხბურთო სეზონი შეჩერებულია და როდის განახლდება, ჯერჯერობით ამის პროგნოზირება ძალიან რთულია.

0.06686