ფეხბურთი

20:14 | 26.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ფეხბურთის ასოციაცია კარანტინში მყოფ ხალხს დახმარებას სთავაზობს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ კარანტინში მყოფ ადამიანებს, რომელთა ჯანმრთელობის მონიტორინგი ხორციელდება, სასტუმროებს სთავაზობს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.

სასტუმროები, რომელიც ფლორენციის გარეუბანში მდებარეობს, ფედერაცის ეროვნული ნაკრებებისთვის იყენებს და ასევე, აღნიშნულ შენობების აუდიტორიებში მწვრთნელთა და სპორტულ დირექტორთა კურსებიც ტარდება.

ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ განაცხადა: "ახლა ფეხბურთს არ ვთამაშობთ და კვლავ რომ ამ საქმეს დავუბრუნდეთ, ჩვენ ერთად უნდა მოვუგოთ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი კორონავირუსს."

იტალიაში კორონავირუსის გამო ინფიცირებულია 75,000-მდე ადამიანი ხოლო დაიღუპა 7,503 ადამიანი. იტალიაში საფეხბურთო ჩემპიონატი შეწყვეტილია.

0.138454