კვიპროსული „ანორთოსისის“ ფეხბურთელ თორნიკე ოქრიაშვილს ადგილობრივი მედია მომავალში უკეთეს გუნდში გადასვლას უწინასწარმეტყველებს.
Protathlim-ის ჟურნალისტი ქართველი შემტევის რამდენიმე დღის წინანდელ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდგომ მოწინავე ევროპულ ლიგაში თამაში სურს. კვიპროსულმა გამოცემამ კი ჩვენებურის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ ის საუკეთესო ფორმაში შეუჩერებელია.
„არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რაც რამდენიმე დღის წინ თორნიკემ თქვა. მას უკეთეს ლიგაში თამაში სურს. ოქრიაშვილი დიდი ფეხბურთელის, რომელიც საუკეთესო ფორმაში მართლაც შეუჩერებელია. მის თამაშის სტილი, ტექნიკა და ხარისხი ჩვენი სტადიონებისთვის არ არის გათვლილი. საყურადღებოა ისიც, რომ ოქრის „ანორთოსისთან“ კონტრაქტი აკავშირებს და მისი გაყიდვით კლუბმა ფინანსური სარგებელი უნდა ნახოს“.
შეგახსენებთ, ქართველი თავდამსხმელი „ანორთოსისში“ გასულ წელს გადავიდა და დღემდე ყველა ტურირის გათვალისწინებით 16 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.