ფეხბურთი

17:23 | 25.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბერგამოს მერი: "ატალანტა" - "ვალენსიას" მატჩი ბიოლოგიური ბომბი გამოდგა"

ბერგამოს მერმა ჯორჯო გორიმ განაცხადა, რომ 19 თებერვალს, „ატალანტა“ – „ვალენსიას“ მატჩი კორონავირუსის გავრცელებაში ბიოლოგიური ბომბი იყო. იტალიელი ამბობს, რომ მაშინ არავინ იცოდა, თუ ირგვლივ კორონავირუსი იყო.

თუმცა, გორი პანდემიის გავრცელების ერთადერთ მიზეზადად ჩემპიონთა ლიგის ხსენებულ თამაშს არ მიიჩნევს.

„ეს თამაში ბიოლოგიური ბომბი იყო. სამწუხაროდ, იმ დროს ჩვენ არ ვიცოდით, რა ხდებოდა და რომ ვირუსი ჩვენს შორის იყო. იტალიაში პირველი პაციენტი 23 თებერვალს დაფიქსირდა. თუ ინფექცია უკვე მიმოქცევაში იყო, სტადიონზე მყოფი 40 ათასი ადამიანი დაინფიცირდა. არავი იცოდა, რომ ვირუსი უკვე ჩვენთან იყო, ბევრი თამაშს ერთად უყურებდა სტადიონს მიღმაც და გამარჯვება ქუჩაში ერთად იზეიმეს.

თუმცა, ეს თამაში ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა, რადგან მთავარი ნაპერწკალი ალცანო ლომბარდოს საავადმყოფოში გაჩნდა, სადაც პაციენტი, ექიმები და ექთნები დაინფიცირდნენ, ეს იყო ეპიდემიის ცენტრალური ნაწილი“, - თქვა გორიმ.

შეგახსენებთ, „ვალენსიაში“ 35% დაინფიცირდა, ხოლო „ატალანტაში“ კორონავირუსი გუშინ მეკარე მარკო სპორტიელოს დუადასტურდა.

0.118937