ფეხბურთი

1:35 | 25.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ და გვარდიოლამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში თითო მილიონი გაიღეს

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსმელმა ლიონელ მესიმ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში 1 მილიონი ევრო გაიღო. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, არგენტინელმა ხსენებული თანხა ბარსელონას ერთ-ერთ კლინიკაში გადარიცხა.

1 მილიონი ევრო, რომელიც მესიმ გაიღო შესაბამისი ინფრასტრუქტურის ყიდვას მოხმარდება. მესის გარდა, იგივე თანხის შემოწირულობა „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამაც გაიღო.

შეგახსენებთ, ესპანეთი კორონავირუსით ევროპაში იტალიის შემდეგ ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119213