ფეხბურთი

20:45 | 24.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიელი მწვრთნელი კვირკველიასთან?

მოსკოვის „ლოკომოტივი“ ახალ მწვრთნელს გამალებით ეძებს. რუსული მედიის ინფორმაციით, „რკინიგზელებს“ პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ თავკაცის, პედრო მარტინშის მიწვევა აქვთ გადაწყვეტილი.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ სერბი მარკო ნიკოლიჩის შესახებ იყო საუბარი და თითქოს მასთან შეთანხმებაც მიღწეული გახლდათ, თუმცა ახლა წინა პლამზე მარტინშის ფიგურა გამოვიდა. მოგეხსენებათ, იური სიომინს მოსკოველებთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და სავარაუდოდ გუნდს დატოვებს.

ასე, რომ დიდი შანსია, ზაფხულიდან სოლომონ კვირკველიას ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მოუწიოს თამაში.

0.128097