„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა კლუბის ხელმძღვანელობას კალიდუ კულიბალის შეძენა მოსთხოვა.
Mirror-ის ინფორმაციით, ნორვეგიელი სენეგალელ ფეხბურთელს კრის სმოლინგის შემცვლელად მოაზრებს, რომელიც „წითელ ეშმაკებს“ „რომაში“ ჰყავთ განათხოვრებული და მისი მანჩესტერში დაბრუნება არ იგეგმება.
კულიბალი „ნაპოლის“ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და მოლოსადნელია, რომ იტალიელები მას 60 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასში არ შეელევიან.