ფეხბურთი

18:58 | 23.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

გლები რონალდუს და მესის ურჩევს: "ჩამოდით და ითამაშეთ ბელარუსში"

ვეტერანი ბელარუსი ფეხბურთელი ალექსანდრ გლები ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ურჩევს სათამაშოდ ბელარუსში გადავიდნენ. 38 წლის ნახევარმცველის განცხადებით, ეს კარგი იქნებოდა, მაგრამ სინამდვილეში იხუმრა.

გლებისთვის გაუგებარია რატომ მიმდინარეობს ბელარუსში საფეხბურთო ჩემპიონატი, როდესაც პარალელურად მთელ მსოფლიოში სპორტული ღონისძიებები შეჩერდა.

„ახლა ყველა ბელარუსის ჩემპიონატს უყურებს. ყველამ უნდა ჩართოს ტელევიზორი და გვიყუროს. როდესაც შარშან NHL დაიხურა, ბევრი ჰოკეისტი სათამაშოდ რუსეთში წავიდა. კარგი იქნებოდა, რომ ახლა ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ბელარუსში ჩამოვიდნენ სათამაშოდ. რას იტყვით?

კორონავირუსის გამო ჩემპიონთა და ევროპა ლიგა შეჩერდა, უეფა სწორად მოიქცა. მაგრამ აქ, ბელარუსში არავინ არავის აინტერესებს. თუნდაც ყველამ იცოდეს, რა ხდება იტალიასა და ესპანეთში.

მინდა ჩემი და ჩემი ოჯახის ჯანმრთელობა შევინარჩუნო. სწორედ ამიტომ კონტაქტებს მაქსიმალურად ვზღუდავ. ჩვენი ქვეყნის გაგება ძალიან რთულია, ყველგან ჩემპიონატი შეჩერებულია, მაგრამ აქ პრობლემას ვერ ხედავენ. რატომ? არ ვიცი“, - განუცხადა გლებმა Sun-ს.

შეგახსენებთ, ბელარუსი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, სადაც საფეხბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობს და პირველი ტური შეუფერხებლად ჩატარდა. ამ ქვეყანაში ქართველი ლეგიონერები, ლაშა შინდაგორიძე და გეგა დიასამიძე თამაშობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116781