ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დიდი ალბათობით გადაიდება. ცოტა ხნის წინ Sportmediaset-ის გავრცელებული ინფორმაციით, დღეს გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო და მხოლოდ ოფიციალური განცხადება რჩება.
როგორც ცნობილი გახდა, IOC-ი ოლიმპიადას გარკევული ვადით გადადებს, შესაძლოა რამდენიმე კვირით, რადგან მიზანი უცვლელია - 2020 წელს ოლიმპიადის აუცილებლად ჩატარება.
ტოკიო 2020-ის გამართვის ზუსტი თარიღის შესახებ ჯერ ცნობა არ გავრცელებულა. ოლიმპიადა 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა ჩატარდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ოლიმპიური კომიტეტების ზეწოლისა და უსაფრთხოების ზომების მიღების მიზნით უდიდესი სპორტული მოვლენა გარკვეული ვადით გადაიწევს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ერთი თვის ვადაში მიიღებს.