იტალიური „მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე სეზონის შემდეგ კარიერის დასრულებას აპირებს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, შვედი ფორვარდი ზაფხულში ბუცების ლურსმაზე დაკიდებაზე სერიოზულად ფიქრობს, რადგან კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.
იბრაჰიმოვიჩი „მილანს“ იანვარში 6-თვიანი კონტრაქტით შეუერთდა, რომელსაც ვადა ივნისში გასდის და ამის შემდეგ სკანდინავიელი ალბათ ფეხბურთიდან წავა.
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩს „მილანის“ გარდა, „მალმიოში“, „აიაქსში“, „იუვენტუსში“, „ინტერში“, „ბარსელონაში“, პსჟ-ში, „მანჩესტერსა“ და „გალაქსიში“ უთამაშია.