ფეხბურთი

16:22 | 20.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კიმიხმა და გორეცკამ კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიონი ევრო გაიღეს

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველმა, იოზუა კიმიხმა და ნახევარმცველმა, ლეონ გორეცკამ, კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიონი ევრო გაიღეს. თანხა იმ საქველმოქმედო ორგანიზაციებს და სოციალურ უწყებებს ჩაერიცხება, რომლებიც ამ პროფილით მუშაობენ - გვამცნობს Bild.

„კორონავირუსს მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით დავამარცხებთ. ჩვენ გვინდოდა დავხმარებოდით ორგანიზაციებს, რომლებიც ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებიან ადამიანებს. გვესმის, რომ ეს მხოლოდ მცირედი წვლილია ეპიდემიასთან საბრძოლველად, მაგრამ სწორედ ასე, ერთობლივად თუ დავამარცხებთ საშინელ ეპიდემიას.“ - განაცხადა გორეცკამ.

0.120236