ამერიკის შეერთებული შტატების და კანადის მტავარი საფეხბურთო ლიგა რვა კვირით შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილემა MLS-მა ტვიტერის გვერდის მეშვეობით გაავრცელა. ლიგა ითვალისწინებს ამერიკაში გავრცელებულ რეკომენდაციებს, რომელიც კრძალავს ღონისძიებებს 50-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით.
განცხადებაში ნათქვამია, რომ MLS-ი შესაძლოა წლის ბოლომდე ჩატარდეს. აქამდე ლიგა 10 მაისამდე იყო შეწყვეტილი და ამერიკაში კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო აშშ-ს დაავადების კონტროლისა და პრევენციისა ცენტრმა ღონისძიებები გადადო.