„ფიორენტინას“, „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფელიპე მელომ ბრაზილიისა და არგენტინის შეხვედრა გაიხსენა, როდესაც ლიონელ მესის წინააღმდეგ მოუწია თამაში.
ბრაზილიელის განცხადებით, ფეხბურთელებმა თავიდანვე მოილაპარაკეს, რომ მესის წინააღმდე უხეშად და ხისტად ეთამაშათ.
„როდესაც მის წინააღმდეგ ბრაზილიის ნაკრებით ვითამაშე, ჩვენ ვთქვით: ფეხებში ხშირად უნდა ჩავარტყათ. არა იმიტომ, რომ ტრავმა მიეღო, არამედ ეს ტაქტიკური სვლა იყო, რიტმიდან ამოგდების და გაღიზიანების.
კრიშტიანუ რონალდუს თამაშში 5 გოლის გატანა შეუძლია, მაგრამ ლეო ასევე ეხმარება თანაგუნდელებს გატანაში, ის უფრო სრულყოფილი ფეხბურთელია, ისტორიაში საუკეთესოა“, - თქვა ფელიპე მელომ.