ლეგენდარულმა მოკრივემ მაიკ ტაისონმა სკანდალური განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ სიკვდილი სურს. ამერიკელის თქმით, სიკვდილის არ ეშინია და ამისთვის მზადაა.
„მე არ მეშინია სიკვდილის, შესაძლოა ჩემთვის სიცოცხლე უფრო რთული იყოს, ვიდრე სიკვდილი. სიცოცხლე დიდ გამბედაობას მოითხოვს, მის გარეშე კი ცხოვრების წარმართვა შეუძლებელია. სიცოცხლე მოგზაურობაა, ცხოვრება - ბრძოლა. ვიცი, რომ სიკვდილი შეიძლება ვარჯიშის ან ბრძოლის დროს, მაგრამ არ მეშინია. ახლა, როდესაც უფრო გამოცდილი ვარ, სიკვდილს ველოდები, ამის სურვილი მაქვს. ჩვენ გვგონია, რომ რაღაცას წარმოვადგენთ, მაგრამ სინამდვილეში არაფერი ვართ“, - განაცხადა ტაისონმა The Sportsman-თან ინტერვიუში.