ფეხბურთი

23:37 | 18.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

როდესაც კრიშტიანუ რონალდუ გოლებს ვერ იტანდა...

კრიშტიანუ რონალდუ და გოლი პრაქტიკულად განუყოფელნი არიან. ისეა, როგორც დღე და ღამე, ბუნებრივ მოვლენაა და სტატისტიკაც ამაზე მოწმობს - 725 გოლი კარიერაში.

თუმცა, ყოველთვის ასე არ ყოფილა. მეტიც, იყო დრო, როდესაც პორტუგალიელი გოლების გატანას არც ისე ხშირად ახერხებდა და გოლების მანქანად ოდნავი მოგვიანებით ჩამოყალიბდა.

ეს კარიერის საწყის ეტაპზე, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ 18 წლის ასაკში გადავიდა და დევიდ ბექჰემისგან გათავისუფლებული, „წითელ ეშმაკებში“ ერთობ პრესტიჟული 7-ნომრიანი მაისური მოირგო.

კრიშტიანუმ 2003-2004 წლების სეზონში მხოლოდ ოთხი გოლი გაიტანა, მომდევნო სეზონში ხუთი, ხოლო 2005-2006 წლების სეზონში - ცხრა. როგორც ხედავთ, ზედიზედ სამი სეზონი ვერ ახერხებდა ორნიშნა ციფრის დაფიქსირებას.

პრემიერლიგაში გატარებულ საწყის სამ სეზონში კი ჯამში სულ რაღაც 18 გოლი მიითვალა. რა ხდებოდა პარალელურად მისთვის საყვარელ ტურნირად ქცეულ ჩემპიონთა ლიგაზე? აწ ხსენებულ სამ სეზონში პორტუგალიელს ჩემპიონთა ლიგაზე ერთხელად არ გაუტანია! ამ გადმოსახედიდან ალბათ რთული დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია.

რონალდუმ 2006-2007 წლების სეზონიდან დაიწყო შედეგიანად თამაში და მას მერე, სეზონში 20 გოლზე ნაკლები არ გაუტანია. ჯერ იყო 20, მერე 30, 40, 50 და ა.შ, მისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა სხვებისთვის არანორმალური შედეგები. ერთი რამ კი ნათელია - კრიშტიანუ რონალდუ დაუღალავმა შრომამ და მიზანდასახულობამ მწვერვალზე აიყვანა.

0.131507