კორონავირუსის პანდემიის გამო, „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები, ნეიმარი და ტიაგუ სილვა, სამშობლოში, ბრაზილიაში დაბრუნდნენ - გვამცნობს ESPN.
წყაროს ცნობით, ფრანგულმა კლუბმა ფეხბურთელებს უფლება მისცა, თავად გადაწყვიტონ სად იქნებიან თვითიზოლაციაში. ზოგიერთმა, მაგალითად, ზემოთნახსენებმა ორეულმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, სხვებმა პარიზში დარჩენა არჩიეს. მაგალითად, მარკინიოსმა.
ჯერჯერობით, პსჟ-ის ხელმძღვანელობას არ მიუღია გადაწყვეტილება როდის განახლდება საწვრთნელი პროცესი.