ფეხბურთი

14:23 | 18.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი: „მიხარია, რომ ჰადსონ-ოდოი გამოჯანმრთელდა“

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი, კლუბის ნახევარმცველის, კალუმ ჰადსონ-ოდოის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების ამბავს გამოეხმაურა.

„მიხარია, რომ კალუმი კარგადაა და ისევე გრძნობს თავს, როგორც ვირუსუს შეყრამდე. ეს ზუსტად ის სიახლეა, რომელსაც ველოდით.

ცხადია, ცუდია, რომ ყველა ვერ იკურნება ამ დაავადებისგან, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ადამიანებს, პასუხისმგებლობით მიუდგნენ პრობლემას და შეასრულონ მედიკოსების რეკომენდაციები.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლურჯების“ მოთამაშე ჰადსონ-ოდოის კორონავირუსი დაუდასტურდა. თუმცა, როგორც ჩანს, ამბავი სიმართლეს მთლად არ შეეფერებოდა.

ცნობილია, რომ დღეისათვის კორონავირუსით მსოფლიოში 200 ათას ადამიანზე მეტია დაინფიცირებული.

0.135568