ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 2021 წელს ჩინეთში უნდა გამართულიყო, გადაიდო. ამის შესახებ ფიფა ოფიციალურად იტყობინება.
ახალი ფორმატის გათამაშებაში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და 2022 ან 2023 წლის ზაფხულში გაიმართება.
„ფიფა მუმდივად მსჯელობდა კონფედერაციებთან, ასოცირებულ ასოციაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იმის გათვალისწინებით, რომ მთავარი ჯანმრთელობაა, ხოლო მეორეს მხრივ სპორტული სოლიდარობა ფუნდამენტურია ფეხბურთის სამყაროში, ტურნირი გადადებულია.
ევრო 2020-სა და კოპა ამერიკის გადადების გამო, რომლებიც 2021 წლის ზაფხულში უნდა გაიმართოს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის გადადების შესახებ, რომ ხსენებულ შეჯიბრებებს ფანჯარა გამოვუთავისუფლოთ. ჩინეთის მთავრობასთან საკითხს განვიხილავთ და ჩავატარებთ 2022 ან 2023 წლის ზაფხულში“, - თქვა ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ.