ფიფა ზაფხულის სატრანფერო ფანჯრის გახსნისა და დახურვის ცვლილების საკითხზე მსჯელობს. მოგეხსენებათ, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ეროვნული ჩემპიონატები ყველგან შეწყდა. როდის განახლდება ისინი არავინ იცის, ყოველ შემთხვევაში, სატრანსფერო ვადები მაინც შესაცვლელი იქნება - წერს The Sun.
სავარაუდოდ, ევროპაში საფეხბურთო სეზონი ივნისის ბოლოს დასრულდება, თუმცა გარკვეული მატჩები ივლისშიც გაიმართება, ამიტომ ზოგიერთ ქვეყანაში სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ჩემპიონატის დამთავრებამდე შეიძლება გაიხსნას.
მნიშვნელოვანია ასევე საიჯარო ხელშეკრულებები და კონტრაქტები, რომლებსაც 30 ივნისს ეწურება ვადა.
ფიფა თავის იურისტებთან ერთად, ამ პრობლემის გადაწყვეტის გზებს ეძებს.