ფეხბურთი

20:52 | 16.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ მბაპეს სეზონში 60 მილიონ ევროს სთავაზობს

ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ კილიან მბაპეს შენარჩნებას ყველანაირ ფასად ცდილობს. არახალია, რომ ფრანგ ფეხბურთელს მადრიდის „რეალი“ იწვევს, თუმცა პარიზელები მზად არიან მის შესანარჩუნებლად ასტრონომიული თანხები გაიღონ.

Sport-ის ინფორმაციით, პსჟ მბაპეს ხელფასის სახით სეზონში 60 მილიონ ევროს სთავაზობს, რასაც პრემიებიც დაემატება. თუ ეს განზრახვა სისრულეში მოიყვანეს, კილიანი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

აქვე გეტყვით, რომ მბაპეს პარიზელებთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ხოლო ფეხბურთელის შესაძენად ზაფხულში ბრძოლას მადრიდის „რეალი“ აპირებს.

0.11369