ფეხბურთი

20:10 | 16.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ორი ქართველი ყაზახეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში

ყაზახეთის პრემიერლიგის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი ფეხბრუთელი მოხვდა - ნიკა კვეკვესკირი და ელგუჯა ლობჯანიძე.

„ნიკამ თავისი გუნდის შეტევები კარგად წარმართა და გოლის გატანაც შეეძლო. ელგუჯა აქტიური და პროდუქტიული იყო, რისი წყალობითაც თავის გუნდს ზედიზედ მეორედ მოაგებინა“, - წერს გამოცემა Sports.kz.

შეგახსენებთ, მეორე ტურში „ტობოლი“ „ჟეტისუს“ უგოლოდ დაუზავდა, ხოლო „კაისარმა“ ლობჯანიძის გოლით სტუმრად „ოკჟეპტესი“ 1:0 დაამარცხა.

0.129073