ფეხბურთი

23:17 | 15.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

პიკფორდმა კარანტინი დაარღვია

მას შემდეგ, რაც „ევერტონის“ ერთ-ერთ ფეხბურთელს, რომლის გვარიც არ საჯაროვდება, კორონავირუსი აღმოუჩინეს, მთელი გუნდი კარანტინში გადაიყვანეს. თუმცა, The Sun-ის ცნობით, კლუბისა და ინგლისის ნაკრების მეკარემ, ჯორდან პიკფორდმა, წესი დაარღვია. ის მოკრივეთა ტურნირზე ნახეს, რომელიც ლივერპულიდან 260 კილომეტრის დაშორებით გაიმართა.

პიკფორდი მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა ღონისძიებაზე. შემდეგ პაპარაცებმა „გამოიჭირეს,“ რომ უცხო ადამიანებთან ერთად ერთობოდა, სვამდა შამპანურს და ლუდს, პირში იდებდა თითებს და უსტვენდა...

თავად პიკფორდი ამტკიცებს, რომ კარანტინიდან წასვლის უფლება კლუბის ექიმებმა დართეს.

0.125185