ყაზახეთის პრემიერლიგაში ელგუჯა ლობჯანიძემ კიდევ ერთხელ გაიტანა. მეორე ტურში ჩვენებურის „კაისარი“ „ოკჟეპტესს“ ესტუმრა და 1:0 მოიგო.
ლობჯანიძემ შეუცვლელად ითამაშა და მეათე წუთზე თავური დარტყმით მოახერხა მეტოქის კარის აღება.
„კაისარმა“ ორივე ტურში 1:0 მოიგო და ორივე გოლი ქართველი შემტევის ანგარიშზეა, შედეგად, ყაზახური გუნდი 6 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.