პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და "იუვენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ კორონავისუსთან საბრძოლველად პორტუგალიაში საკუთარ სასტუმროების ქსელს საკარანტინო ზონად გადააკეთებს. ასევე, პორტუგალიელი ექიმებს გაწეული სამსახურისთვის გადაუხდის. აღნიშნული ინფორმაცია Marca ავრცელებს.
ამ დროისთვის მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით პორტუგალიაში კორონავირუსის 112 შემთხვევა დაფიქსირდა. ტურინის "იუვენტუსი" კარანტინში იმყოფება, ხოლო კრიშტიანუ რონალდუ ჯერჯერობით პორტუგალიაში დარჩება.